დღევანდელი, 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 901 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ მეორე დღეა ქვეყანაში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა ათასს აჭარბებს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 432 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 138 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 111 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,9 მილიონზე მეტი.