
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ხოჯევანიშვილი "ქართულ ოცნებას" ტოვებს.
ხოჯევანიშვილი ამ საკითხზე განცხადებას დღეს, 14 აპრილს გააკეთებს. ბრიფინგი 12:00 საათზეა ჩაინიშნული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხოჯევანიშვილთან ერთად პარტიას სხვა პირებიც დატოვებენ, რომლებიც ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მომავალ გუნდს შეუერთდებიან.
ხოჯევანიშვილი გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატია.