
ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას - ასე უპასუხა გიორგი ხოჯევანიშვილმა კითხვას, დაუჭერს თუ არა გახარიას გუნდი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას მხარს.
"ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაცია და განმუხტავს ამ დიდ განხეთქილებას საზოგადოებაში. შესაბამისად, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ",-თქვა მან.
რაც შეეხება კითხვას, გაიზრდება თუ არა გახარიას გუნდის წევრების რაოდენობა, ხოჯევანიშვილი ამბობს: არსებული პროცესები ჩვენ გვაძლევს იმ ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა.