რკინის ბარიკადების აღმართვა ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი ნიშანია - NGO-ები გუმათზე

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ გუმათჰესში რკინის ბარიკადების აღმართვა ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი ნიშანია. მათი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუსმინოს, საპოლიციო ძალით უპირისპირდება. 

"სამართლიან პროტესტს უპირისპირდება საპოლიციო ძალა, რა თქმა უნდა ეს გაღიზიანებას იწვევს. პროცესების რადიკალიზაცია, არის რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ქვეშ, სახელმწიფოა პირდაპირ პასუხისმგებელი, რომ ამ პროცესების რადიკალიზაცია ხდება", - თქვა საიას თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა. 

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წევრი, გურამ იმნაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მოქმედებები და მოსახლეობასთან მოპყრობის მსგავსი პრაქტიკა დემოკრატიული მთავრობისთვის დამახასიათებელი არაა. 

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს აქტივისტებს და საზოგადოებას მისი ძალა დაანახოს - "ბარიკადების აღმართვას და კედლების ჩადგმას, არანაირი გამართლება და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს"

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობა ორადაა გაყოფილი, პოლიციამ გვიან ღამით გუმათჰესთან რკინის ჯებირები აღმართა. ადგილზე შეკრებილი რიონის ხეობის მცველები რკინის ჯებირს მუშტებს ურტყამენ და ცდილობენ პოლიციას დისკომფორტი ამ ფორმით შეუქმნან. 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი