გახარიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა არათანმიმდევრული დამოკიდებულება - თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

გახარიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა არათანმიმდევრული დამოკიდებულება - ასე ეხმაურება არჩილ თალაკვაძე გახარიას გუნდის მიერ, "ქართული ოცნების" დატოვებას.

პარლამენტის თავმჯდომარის, შეფასებით 6 დეპუტატის მხრიდან პარტიის დატოვება არასწორი გადაწყვეტილება იყო.

"ის არათანმიმდევრული დამოკიდებულება, რომელიც გიორგიო გახარიამ გამოავლინა, ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან ურთიერთობაში, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს, იმ სახელმწიფო ინტერესების და პირობის ნაცვლად, რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა პასუხისმგებლობა აღებული არჩევნების დროს.

ჩვენ დაველოდებით, ვნახავთ რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე იქნება პასუხი გასაცემი.

ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და მაშინ, როცა ის გამოწვევებია ქვეყანაში, რაზეც თვითონ ისაუბრეს, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობაზე თავის გათავისუფლება და ამის მცდელობა ვფიქრობ, რომ არის მიუღებელი",-თქვა თალაკვაძემ.

გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი