
ბექა ლილუაშვილმა, რომელმაც დღეს "ქართული ოცნება" დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა, თქვა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პოლიტპატიმარი არ არის, რადგან ის სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმით აღების ორგანიზებაზეა ბრალდებული.
"ვინ არის პოლიტპატიმარი?! თქვენი აზრით ვინ არის პოლიტპატიმარი?! ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც ბრალდებულია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმით აღების ორგანიზებაზე, როგორ არის პოლიტპატიმარი, აბა მითხარით",-თქვა ლილუაშვილმა.
გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა.