
არასამთავრობო სექტორის საგანგებოდ მიმართავს ხელისუფლებას. საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვე რჩება და მოსახლეობამ ჯერ კიდევ არ იცის, რა სისტემით უნდა ჩატარდეს 2020 წლის არჩვენები საქართველოში.
არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას არჩევნების ჩატარების კონკრეტული გეგმის წარდგენას სთხოვს. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველი პარტიისგან მოითხოვენ ამ უკანასკნელმა განმარტოს, რა საარჩევნო სისტემით ჩაატარებს გადამწყვეტ არჩვენებს და იგეგმება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება; რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პანდემიის მორიგი ტალღის გავრცელების საფრთხის წინაშე ქვეყნის მოსახლეობა სწორედ შემოდგომაზე დადგება.
შეიძლება ითქვას, რომ საგანგებო მდგომარეობასთან ერთად ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაც არის, ამის გამო არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. მათი მთხოვნით, უნდა დაიწყოს მსჯელობა, რომ არჩევნები ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში ან შემუშავდეს სპეციალური წესები, რომ არჩევნების დღე იყოს არა ერთი არამედ რამდენიმე, რითიც თავიდან ავირიდებთ ხალხმრავალ თავყრილობებს საარჩევნო უბნებთან.
ასევე ჯერჯერობით უცნობია როგორ გეგმავს მთავრობა საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცვლის საარჩევნო სისტემას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯაროდ თქვან, როგორ და როდის ცვლიან. ბევრი სპეციალისტი საუბრობს, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები ოქტომბერშიც შენარჩუნდეს. ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, დღეს დავიწყოთ არჩენვების ჩატარების წესზე საუბარი. არის ლეგიტიმური კითხვები, რომ ამ დროს გაცილებით კარგად იყენებს მთავრობა, ვიდრე ოპოზიცია, - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დირექტორი ეკა გიგაური.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ყველაფერი წესრიგშია და არჩევნები დროულად ჩატარდება და საკონსტიტუციო ცვლილებებიც განხორციელდება, თუმცა ოპოზიციას ამის იმედი არ აქვს და ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ამომრჩეველი კიდევ ერთხელ მოატყუა.
ხელისუფლება ახლა არის ძალაუფლებით ტკბობის პროცესში. საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს მეტ ძალაუფლებას, მათ შორის, სრულ ძალაუფლებას და ამას იყენებს საკუთარი პოლიტიკური პროცესის წარმოებისთვის. ერთი მხრივ, ოპოზიცია გამოკეტა სახლებში, თავად კი რასაც უნდა იმას აკეთებს. ჩვენ სერიოზულ პროცესებს დავიწყებთ, რომ ქვეყანა წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში გადავიდეს და ერთი ადამიანის მიერ ასე ვთქვათ კარჩაკეტილ ზონად გამოცხადებულ ქვეყანაში არ ვიცხოვროთ, - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.
ამ მოთხოვნების საპასუხოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე ამბობს:
ჩვენ მზად ვართ გავხსნათ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ არჩევნები დათქმულ თარიღში ჩატარდეს. ასევე მივაღებინოთ ამ მსჯელობაში მონაწილეობა როგორც ოპოზიციას, ისე არასამთავრობოებს. ჩვენ ვაცხადებთ სრულ ღიაობას ამასთან დაკავშირებით.
მოლოდინები საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალია, მეორე მხრივ კი ჩვენ გვაქვს ოცნების დაპირება დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით, თუმცა ჯეჯრჯერობით არ ვიცით, როდის მოხდება ეს.