
გიორგი გახარიას გუნდის წევრმა გიორგი ხოჯევანიშილმა განაცხადა, რომ ისინი მომდევნო არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებენ:
“იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა არჩევნები, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადებას დაიწყებს ამ არჩევნებისთვის და შესაბამისად, მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში” - თქვა ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, სადაც გახარიას გუნდმა "ოცნების" დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.
"ქართული ოცნებიდან" დღეს 6 დეპუტატი წავიდა.