გუმათთან დაკავებული 6 პირიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ერთი აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ამჟამად 5 დაკავებულის პროცესი მიმდინარეობს. ყველა მათგანს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
სასამართლო პროცესის პარალელურად, დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს ქალაქში მიმდინარე აქციაზე და მსვლელობის მონაწილეები სასამართლოს შენობასთან მივიდნენ.
შსს-მ დღეს კიდევ 4 აქტივისტი დააკავა, რომლებიც ამ დროისათვის ოფურჩხეთის პოლიციაში არიან გადაყვანილები.
ავტორი: საბა ბუაძე