ოპოზიცია ხვალიდან რეგიონებში გადის და 15 მაისის აქციისთვის სამზადისს იწყებს. მასშტაბურ საპროტესტო აქციამდე 1 თვით ადრე, ოპოზიციონერი ლიდერები ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ჩასვლას გეგმავენ.
ნიკა მელიას ციხეში დატოვებით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს პირდაპირ უთხრა რომ ოცნება პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას აგრძელებს. ოპოზიცია მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, მაგრამ დიალოგს გაგრძელებისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევს პოლიტპატიმრების ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გამოშვებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს თანაგუნდელების გზავნილი გაიმეორა, ყველაფერი ოპოზიციას დააბრალა და ამტკიცებდა რომ ნიკა მელიას საპატიმროდან გამოშვება ოპონენტებს არ სურთ.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან რომ ბიძინა ივანიშვილს ახლა მხოლოდ საპროტესტო აქციების ეშინია და ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე მიდის.