სამოქალაქო აქტივისტები, ამ წუთებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან იკრიბებიან და ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორისკენ, სადაც გიორგი მუმლაძე იმყოფება, ავტოკოლონით წასვლას გეგმავენ.
მანამდე კი, დღეს ათობით აქტივისტი დააკავეს. პოლიციამ სისხლისსამართლებრივი დევნაც დაიწყო. უკანონო კარანტინის გაუქმების მოთხოვნით მმართველი პარტიის ოფისთან გამართულ აქციაზე 5 მოქალაქის დაკავების შემდეგ, სამართალდამცველებმა ოთხი გაათავისუფლეს, გიორგი მუმლაძის წინააღმდეგ კი პოლიციელის მიმართ ძალადობის ბრალდებით გამოძიებას იწყებენ.
ამ ფაქტის გასაპროტესტებლად უკვე საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ათობით აქტივისტი იკრიბება და პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ ათი მათგანი იზოლატორში ხვდება.
ამავე თემაზე: