
ენგურის ტრაგედიის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უკან დაიხია და 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი გააუქმა. გალში მცხოვრებლები მთავრობის გადაწყვეტილებას "მთავართან" ეხმაურებიან და დარწმუნებულები არიან, რომ მათმა ღია პროტესტმა შედეგი გამოიღო.
5-დღიანი სავალდებულო კარანტინი რომ დისკრიმინაციული და არაჰუმანურია ამაზე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორიც საუბრობდა. ნიკა გვარამიას შეფასებით, საქართველოს მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს ზურგი შეაქცია და გადარჩენის ერთადერთი გზა - ენგურის ხიდის უპრობლემოდ გადმოკვეთა - მოუსპო.
მთავრობის უკან დახევას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დაგვიანებულად აფასებენ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 19 აპრილიდან საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ადამიანებისთვის 5 დღიანი კარანტინი გაუქმდება და მოქალაქეები ე.წ. საზღვრის გადმოლახვის დროს ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი