თეა წულუკიანი, კომენდანტის საათის დროს, ოზურგეთის რესტორანში "ოცნების" წევრებთან ერთად ვახშმობს

გამოქვეყნდა:

საქართველოს კულტურის მინისტრი, რომელიც დღეს ოზურგეთის თეატრის დასს შეხვდა, ამ წუთებში, კომენდანტის საათის დროს, ოზურგეთის ყოფილი მერის, ბეგი სიორიძის სასტუმრო "ოზურგეთი პლაზას" რესტორანში ვახშმობს.

წულუკიანმა თეატრი ისე დატოვა, რომ რამდენიმე საათით გარეთ მომლოდინე ჟურნალისტებს არ შეხვედრია. როგორც მედიას უთხრეს, მინისტრმა ქალაქი მალევე დატოვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ წულუკიანი ამ დრომდე ოზურგეთშია და რესტორანში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვახშმობს.

ჟურნალისტები ამ დრომდე სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან და მინისტრის კომენდატს ელოდებიან.

 

ავტორი: ლადო მენაბდე

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი