არ იყო სწორი ქცევა, ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება - კობახიძე გახარიას გუნდზე

გამოქვეყნდა:

"სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არ იყო სწორი ქცევა, მოქმედება, რაც ჩვენ ვიხილეთ, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის, იმ მიზეზის გამოც, რომ მანამდე არ ყოფილა არავითარი საუბარი, კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით.

როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება, შესაბამისად, ჰქონდა ამ ყველაფერს არასწორი დასაწყისი და მე მგონია, რომ გაგრძელებაც ექნება შესაბამისი, ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება".

თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ 6 დეპუტატზე, რომლებიც "გახარიას გუნდს" შეუერთდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი