ჩვენი მიზანია ქვეყანაში შედგეს საერთო სახალხო ერთობა - ოპოზიცია დღეს თელავში ჩავა

გამოქვეყნდა:

მასშტაბურ აქციამდე ერთი თვით ადრე, დღეიდან, 15 აპრილიდან ოპოზიცია რეგიონებში გასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას იწყებს. პირველი გასვლა თელავში გაიმართება. ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ ისინი მოსახლეობას შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ინფორმაციას მიაწვდიან.

ამ წუთებში ოპოზიციის წევრები თბილისში იკრიბებიან. მათი თქმით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარტიული კუთვნილება გვერდით უნდა გადადოს და ქვეყანა ივანიშვილისგან გაათავისუფლოს.

"დღეს ჩავალთ თელავში, ხვალ ჩავალთ ბათუმში, ზეგ გორში, ასე მოვივლით მთელ საქართველოს და თითოეულ ადამიანს, ვისაც კიდევ დარწმუნება სჭირდება, თუმცა მე დარწმუნებული ვარ ადამიანებმა კარგად იციან დღეს რა ელის ქვეყანას, თუ არ იქნება დიდი პროტესტი, რომელიც შეაცვლევინებს ამ მავნებელ ხელისუფლებას რაღაცას, იმისთვის, რომ ქვეყანა როგორმე განვითარდეს, ძალიან კარგად იცის მოსახლეობამ ეს ყველაფერი და ამიტომ ვისაც დარწმუნება სჭირდება კიდევ ერთხელ მივალთ თითოეულ ადამიანთან და ვეტყვით, რომ მნიშვნელოვანია ყველას ერთად დგომა",- თქვა გიორგი ბოტკოველმა.

15 მაისს ოპოზიციას მასშტაბური აქცია აქვს დაანონსებული. მათ ორ მთავარ მოთხოვნად, ამ დრომდე, პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რჩება. ამბობენ, რომ ამ პირობების შესრულების გარეშე, "ოცნებასთან" მოლაპარაკებას არანაირი აზრი არ აქვს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი