
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციი რეგიონებში გასვლისა და 15 მაისი აქციის უკან მხოლოდ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა დაგს. მისი აზრით, ოპოზიცია დესტაბილიზაციის შანსს ხელიდან არ უშვებს.
"ფუჭი განცხადებებია, რომლის უკანაც არანაირი შინაარსი არ დევს, რომელიც მიმართული მხოლოდ ერთი რამისკენ, რომ რამენაირად ქვეყანაში მაქსიმალური დესტაბილიზაცია მოხდეს, შანსები დესტაბილიზაციისა არის მინიმალური, მაგრამ რა თქმა უნდა, ისინი იმ ჩვევევას, რომ დესტაბილიზაციით არიან ისინი ხელისუფლებაში მოსული და ეს დესტაბილიზაცია კვლავ მათი ცხოვრების ერთადერთ დღისწესრიგად გახადონ, რა თქმა უნდა, ამ შანსს ისინი ხელიდან არ გაუშვებენ".
შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 15 აპრილიდან ოპოზიცია რეგიონებში გასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას იწყებს. ისინი 15 მაისის მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.