საპარლამენტო არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად - პლატფორმა 20/20

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო პლატფორმა 20/20 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად კონკურენტული საარჩევნო პროცესისა, არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც სამართლიანი და ის საბოლოო ჯამში, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური კრიზისის გამოწვევის საფუძველი გახდა.

ანგარიშში საუბარი შეეხო, ცესკოს საქმიანობასაც. "პლატფორმა 20/20"-ის შეფასებით 31 ოქტომბრის არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, ყველაზე ცუდად ორგანიზებული არჩევნები იყო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არჩევნების დღეს მნიშვნელოვან დარღვევებთან ერთად, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებას, დარღვეული იყო ამომრჩევლის უფლებები, ამომრჩევლებს არ ეძლეოდათ საშუალება მშვიდად და თავისუფალ გარემოში დაეფიქსირებინათ მათი არჩევანი.

მათივე შეფასებით, ცესკომ ვერ უზრუნველყო საუბნო და საოლქო კომისიების დონეზე ნეიტრალური და ობიექტური საქმიანობის უზრუნველყოფა, შეზღუდული იყო სადამკვირვებლო საქმიანობის წარმართვა, საუბნო კომისიები არ აძლევდნენ დამკვირვებლებს საშუალებას, თავისუფლად გაცნობოდნენ საარჩევნო მასალებს, მათივე თქმით, ასევე პრობლემური იყო მასალებში არსებულ ინფორმაციაში გარკვეულ შემთხვევებში. ანგარიშში ნათქვამია, რომ საუბნო საარჩევნო კომისია არ იღებდა დამკვირვებლის მიერ შედგენილ განცხადება/საჩივარს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ დარღვევები შეინიშნებოდა კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურებში, ხმის დათვლის პროცესში გამოიკვეთა ოქმების შედგენის ხარვეზები.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ შემაჯამებელი ოქმების საზოგადოებისთვის გაცნობის პროცესმა კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შექმნა. ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში არსებობს ეჭვი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადება ხელისუფლებისთვის სასარგებლო განწყობების შექმნის მიზანს ატარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი