ოპოზიციის ინტერესია, ამომრჩევლის მხარდაჭერის გარეშე მოვიდნენ ხელისუფლებაში - წილოსანი

გამოქვეყნდა:

"კომპრომისში იგულისხმებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ყველა რეფორმის განხორციელება. თქვენ იცით, რომ იმ შეთანხმების დოკუმენტში ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად კონსულტაციების შედეგად მოხვდა ყველა ის საკითხი, რომელიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პირად ინტერესს ატარებს. რადგან გასაგებია, რომ ოპოზიციური პარტიების ინტერესია, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერის გარეშე მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამისთვის აკეთებენ ყველაფერს, თუმცა ამაზე ნამდვილად დამეთანხმებით, რომ წასვლა აბსურდული იქნება".

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ხელისუფლების კომპრომისთან დაკავშირებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი