
გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ალექსანდრე მოწერელია ამტკიცებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიასა და "მთავარი არხის" მეწილეს, გიორგი რურუას, კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი.
"რადიკალიზაცია უნდა დამთავრდეს ქვეყანაში. პოლიტპატიმრები არ არიან ქვეყანაში და ნუ ცდილობთ, იმ ხალხს ვინც კონკრეტული დანაშაულისთვის არიან, ერთი სასჯელს იხდის, მეორე პასუხისგებაშია მიცემული, პოლიტპატიმრის იარლიყი ჩამოკიდოთ",- თქვა მოწერელიამ.
გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გუშინ, 14 აპრილს გააკეთა.