მივესალმებით დიალოგს, თუ ჩვენი პროტესტი ნამახვანში დაიშვება - რიონის ხეობის მცველები

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობის მცველების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავები რკინის ბარიკადებს აიღებს და მათ ნამახვანისკენ გადაადგილებისა და კარვების გაშლის უფლებას მიცემენე, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია მოლაპარაკების მაგიდასთან გადაინავცლონ. მათივე თქმით, აღნიშნულ მაგიდასთან ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა არ უნდა იყოს. 

რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ საუბარი პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შესაძლებელია. ჯერ უნცობია, რას უპასუხებს ხელისუფლება ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს.

"ჩვენ ვართ რეპრესირებული პროტესტის მონაწილეები, ჩვენ ვიხილეთ დარბევები, ვიხილეთ დარბეული ნამახვანის კარავი, ვიხილეთ ბლოგპოსტი და რკინის კედელი. რა თქმა უნდა, თუ ამ ყველაფრის ავტორებს უნდათ ჩვენთან დიალოგის გამართვა, რა თქმა უნდა მივესალმები დიალოგს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რეპრესია შეწყდება, ბლოგპოსტი მოისხნება, აღდგება მოსალხოების ჩვეულებრივად თავისუფალი გადაადგილება გუმათიდან ნამახვანისკენ, დაიშვება ჩვენი პროტესტი კარვების ფორმატში", - თქვა რიონის ხეობის მცველმა, მირზა ნოზაძემ. 

მისი განცხადებით, ნამახვანში კარვების გაშლის დროს მზად არიან პოლიციასთან ითანამშრომლონ. კიდევ ერთი აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ხალხს მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლისკენ მოუწოდებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი