პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ვიდეოს ავთენტურობა დაადასტურა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ფლოტის მიერ ახლახანს გადაღებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ფოტოებისა და ვიდეოების ავთენტურობა პენტაგონმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა.

ასეთ ობიექტებს ამო-ებს უწოდებენ - ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, თუმცა, თავდაცვის სპეციალისტების წრეებში უფრო თანამედროვე ტერმინს, ამოუცნობ საჰაერო ფენომენს იყენებენ. ამას კი სადაზვერვო სამსახურები ძალიან სერიოზულად უყურებენ.

მართალია, რომ ამო-ები სტიგმატიზებული თემაა, რომელიც შეთქმულების თეორიებთან ასოცირდება და პოპ კულტურაშია გადახლართული, მაგრამ ფაქტია, რომ ანომალიური საჰაერო ხომალდები ნამდვილად რეალურია და მათი მარტივად იდენტიფიცირება არც სამხედრო და არც სამეცნიერო დაკვირვებებს არ შეუძლია.

ახლახანს ვიდეოგრაფმა ჯერემი კორბელმა და ჟურნალისტმა ჯორჯ კნაპმა გაავრცელეს კადრები, სადაც ჩანს ცაში მფრინავი პირამიდის ფორმის ამოუცნობი ობიექტი, მათ შორის იყო სამი სხვა უცნაური ობიექტის ფოტო, რომელთაგან ერთ-ერთი გასულ წელს გამოქვეყნდა.

მართალია, არავინ იცის, რა არის ეს უცნაური ობიექტები, მაგრამ პენტაგონმა დაადასტურა მათი ავთენტურობა: ის ამერიკის სამხედრო საზღვაო ფლოტის მიერ გადაღებული მასალაა.

შემიძლია დავადასტურო, რომ აღნიშნული ფოტოები და ვიდეოები ფლოტის თანამშრომლების მიერაა გადაღებული - თქვა პენტაგონის პრეს-სპიკერმა.

ვიდეოში ცხადად მხოლოდ ერთი სამკუთხა ობიექტი ჩანს, რომელიც სამხედრო გემიდან 210 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავს. თუმცა, მის გარშემო სამი სხვა ამოუცნობი ობიექტიც დაფრინავდა.

ზოგი ამბობს, რომ ეს ამოუცნობი ობიექტები შესაძლოა ამინდის ბუშტები ან სხვა ქვეყნის სადაზვერვო დრონები იყოს. თუმცა, რაც უნდა იყოს, ისინი ჯერ კიდევ ამოიცნობ მფრინავ ობიექტებად დარჩებიან, სანამ გამოძიება უფრო მეტს არ დაადგენს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი