გენერალურ პროკურატურაში "მთავარი არხის" ჟურნალისტებს კითხავენ

გამოქვეყნდა:

უკვე 2 საათია, გენერალურ პროკურატურაში, მთავარი არხის ჟურნალისტების დაკითხვა მიმდინარეობს. უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა გიორგი გაბუნიამ.

გამომძიებლების შეკითხვებს ახლა გიორგი გვიშიანი პასუხობს.

შოთაძის უწყებამ, "პოსტ ფაქტუმის" ეთერში გასული, ივანე გულაშვილის ინტერვიუს შემდეგ, გამოძიება, უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტებზე დაიწყო.

გამომძიებლების მთავარი კითხვები კი ინტერვიუს მოპოვების მეთოდებსა და მისი ეთერში გასვლის დროს ეხებოდა. პროკურატურა შინაარსით არ ინტერესდება.

კითხვები შეეხებოდა იმას, როგორ მოვიდა ჩვენამდე გულაშვილი რაზეც მე ვუპასუხე, რომ ეს არ ვიცი, ეს იცის ნიკა გვარამიამ, ამიტომ მას ელის კიდევ ერთი დაკითხვა, კიდევ ერთ საქმეზე" - ამბობს დაკითხვის შემდეგ გიორგი გაბუნია.

ადვოკატის თქმით, ივანე გულაშვილის ინტერვიუ მნიშვნელოვანია ნიკა მელიას საქმისთვისაც, რადგან შსს-ს ყოფილი თანამშრომელი პირდაპირ ადებს ხელს უწყების იმ მაღალჩინოსნებს, კონკრეტულად კი კახა საბანაძეს, რომელმაც გულაშვილის თქმით, 20 ივნისის ღამეს, პარლამენტის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების განადგურება დაავალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი