
საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქსიანს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, შეხვედრაზე განიხილეს ყარაბაღის მეორე ომი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ ომში საქართველოს პოზიცია იყო და არის მშვიდობა.
მინდა ამ ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და თანაგრძნობა გამოგიცხადოთ ბატონო პრეზიდენტო. კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას. ამის ნიშნად შეთავაზებულ იქნა ჩვენი პლატფორმა შეხვედრებისთვის, დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის, ეს შეთავაზება ძალაში რჩება ნებისმიერ დროს“ - ამბობს ზურაბიშვილი
ასევე საუბარი იყო რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ბიზნესგეგმებზე, რომელიც შეიძლება ერთობლივად განხორციელდეს. საუბარი იყო უკრაინაში შექმნილ ვითარებაზეც.
რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განვიხილეთ ასევე უკრაინაში შექმნილი საგანგაშო ვითარება. ესკალაცია და დესტაბილიზაცია ემუქრება შავი ზღვის რეგიონს და არამხოლოდ. ჩვენ გვესმის რამდენად მნიშნვნელოვანია რეგიონისთვის დეესკალაცია", - თქვა ზურაბიშვილმა.
არმენ სარქისიანის თქმით, ისაუბრეს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ხელოვნური ინტელექტის, თანამედროვე ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების და სხვა საკითხებზე.
მისივე თქმით, ზურაბიშვილს მთიანი ყარაბაღის კომფლიქტის მოგვარების სომხური მხარის ხედვა წარუდგინა.
იხილეთ ასევე: