
„რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განვიხილეთ, ასევე, უკრაინაში შექმნილი საგანგაშო ვითარება. ესკალაცია და დესტაბილიზაცია ემუქრება შავი ზღვის რეგიონს და არა მხოლოდ. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვისაც დღეს დეესკალაცია. განვიხილეთ ჩვენი რეგიონის სამომავლო პოტენციალი, რომელიც უნიკალურია ეკონომიკის კუთხით. გაზრდილი ინტერესი, სხვადასხვა გარე აქტორებისგან, ახალი გეგმები თუ პლატფორმები, რომლის შესახებაც ისმის, ადასტურებს ამ რეგიონის ძალიან დიდ მნიშვნელობას, თუმცა კავკასიის ქვეყნების როლი გადამწყვეტი რჩება. კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ"
თქვა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე