1 თვე მასშტაბურ აქციამდე - ოპოზიციამ რეგიონების შემოვლა დაიწყო

გამოქვეყნდა:

პირველი გასვლა რეგიონებში - ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის მზადებას იწყებს.

ერთ თვეში ოპოზიციის ლიდერები ქვეყნის ყველა რეგიონს და ყველა მსხვილ ქალაქს შემოივლიან, პირისპირ შეხვდებიან მოქალაქეებს და პირადად მათგან მოისმენენ იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს საქართველოს მოსახლეობას აწუხებს.

პოლიტიკოსები დღეს თელავში საგანგებოდ სწორედ ხალხთან შესახვედრად ჩავიდნენ. ოპოზიციამ 15 მაისისთვის მზადება კახეთიდან დაიწყო. თელავის ბაზარი იყო ის ერთ-ერთი ადგილი სადაც პოლიტიკოსებმა ხალხთან გასაუბრება სურდათ.  

მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან ოპოზიციის შეხვედრები და მცდელობა უშედეგოდ ჩაივლის და 15 მაისს თბილსიში აქცია არ იქნება მასშტაბური. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია დესტაბილიზაციას ცდილობს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი