
"მოითხოვე ვადამდელი არჩევნები" - ამ ლოზუნგით „ლელომ" კამპანია დაიწყო. "ლელოს" ლიდერებმა კამპანიის ფარგლებში 100 ათასზე მეტ ადამიანს დაურეკეს და ჰკითხეს, თანახმა არიან თუ არა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
პარტიის ლიდერები იმ ადამიანების ხელმოწერებსაც შეაგროვებენ, ვისაც ქვეყანაში ცვლილებები სურს.
სატელეფონო ზარების შემდეგ „ლელო“-ს ლიდერებმა და პარტიის წევრებმა კამპანია მსვლელობით გააგრძელეს და შეეცადნენ მოსახლეობის პოზიცია გაეგოთ უკვე ჩატარებულ არჩევნებზე.
შედეგების დაჯამების შემდეგ კი, ლელო აცხადებს, რომ გამოკითხული მოსახლეობის 90% ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
„ლელო“ აპირებს კამპანია გააგრძელოს მთელი საქართველოს მასშტაბით - თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში.