"მთავარი არხის" ჟურნალისტები პროკურატურამ დაკითხა. რამდენიმე საათის განმავლობაში გამომძიებლები გიორგი გაბუნიას და გიორგი გვიშიანს კითხვებს "პოსტ ფაქტუმის" ეთერში შსს-ს ყოფილი აგენტის, ივანე გულაშვილის ინტერვიუს შესახებ უსვამდნენ.
თუმცა, გამოძიება ინტერვიუს შინაარსის ნაცვლად, მისი მოპოვების გზებზე და ეთერში გასვლის თარიღზე დაინტერესდა. გამომძიებლებს აინტერესებდათ, რატომ არ გავიდა ინტერვიუ ეთერში, გულაშვილის ჩაწერიდან წელიწადნახევრის განმავლობაში.
არ არის გამორიცხული პროკურატურამ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ამჯერად პოსტ ფაქტუმში გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით დაიბაროს.
კითხვები შეეხებოდა იმას, როგორ მოვიდა ჩვენამდე გულაშვილი რაზეც მე ვუპასუხე, რომ ეს არ ვიცი, ეს იცის ნიკა გვარამიამ, ამიტომ მას ელის კიდევ ერთი დაკითხვა, კიდევ ერთ საქმეზე" - ამბობს გიორგი გაბუნია.
გულაშვილი კი ამ ინტერვიუში საუბრობს უკანონო მიყურადების დავალებებზე, რომლებსაც ის მაღალჩინოსნებისგან იღებდა. მან დაასახელა კიდეც რამდენიმე ადამიანი ვის სახლშიც ფარული კამერა დაამონტაჟა.
ივანე გულაშვილის ინტერვიუ მნიშვნელოვანია ნიკა მელიას საქმისთვისაც, რადგან შსს-ს ყოფილი თანამშრომელი პირდაპირ ადებს ხელს უწყების იმ მაღალჩინოსნებს, კონკრეტულად კი კახა საბანაძეს, რომელმაც გულაშვილის თქმით, 20 ივნისის ღამეს, პარლამენტის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების განადგურება დაავალა.
"პოსტ ფაქტუმის" რეპორტაჟი:
სუს-ის საიდუმლო ფაილები - ინტერვიუ პირთან, რომელიც სხვის ბინებში სათვალთვალო კამერებს აყენებდა