რა სქემით ცდილობს ხელისუფლება პოლიტიკური ვითარების გაკონტროლებას

გამოქვეყნდა:

ეპიდემია, როგორც მაშველი რგოლი - ოპოზიციამ გაშიფრა სქემა, რომლითაც ხელისუფლება გადამწყვეტ არჩევნებამდე პოლიტიკური პროცესებისა და ამომრჩევლის მართვის ბერკეტების შენარჩუნებას ცდილობს. საქართველოს მთავრობის ოპონენტების შეფასებით, მძიმე კრიზისში მყოფი ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს.

ოპოზიციის განმარტებით, მმართველი გუნდი საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გახანგრძლივებას მოსახლეობის დაშინებით გზით შეეცდება. ამაზე მიუთითებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაც, რომელმაც არ დამალა, რომ შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა ივნისამდეც გაგრძელდეს.

ოპონენტებმა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მოხსნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. 

საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 მარტიდან ამოქმედდა. მთავრობამ მისი გახანგრძლივება პარლამენტს ერთხელ უკვე სთხოვა, რაზე თანხმობაც უპრობლემოდ მიიღო და ახლა შეზღუდვები 22 მაისამდე მოქმედებს. მათ შორის ძალაში რჩება კომენდანტის საათი საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი