ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 19 აპრილს, საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, 19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ვიდეოკონფერენცია ჩატარდება და სავარაუდოდ, განსახილველ საკითხებს შორის იქნება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, ასევე ინდოეთში, მიანმარსა და მოზამბიკში განვითარებული მოვლენები. მინისტრები  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრი კულეიბასთანაც გამართავენ არაფორმალურ დისკუსიას. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი მიაწვდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი