პროკურატურა 5 000-ლარიან გირაოს ითხოვს - მუმლაძის პროცესი 14:00 საათზე ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, გიორგი მუმლაძის პროცესი 14:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლე რომან ხორავა იქნება. პროკურატურა საპატიმრო გირაოს - 5 000 ლარს ითხოვს, მუმლაძეს კი თავდებში უნივერსიტეტის თანამშრომლები უდგებიან.

"კადრებში ჩანს თუ რა ხდებოდა, როგორ ახრჩობდნენ, როგორ ძალადობდნენ გიორგიზე, იმის გამო, რომ ადამიანი არ დამხრჩვალიყო, ხელები დაკავებული ჰქონდა და ერთადერთი საშუალება რაც იყო უკბინაო რომ ამოესუნთქა ადამიანს, ამის გამო აკავებენ, ეს არის სრული აბსურდი", - თქვა მუმლაძის ცოლმა, ლელა რობაქიშვილმა.

სასამართლო პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში აქცია გაიმართება, სადაც გიორგი მუმლაძის მხარდამჭერები, ილიაუნის ლექტორები და თანამშრომლები შეიკრიბებიან.

შეგახსენებთ, შსს-მ მუმლაძეს პოლიციელზე ძალადობას ედავება. ის "ქართული ოცნების" ოფისთან გამართული აქციის დროს, 14 აპრილს დააკავეს. მმართველი პარტიის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები ოკუპირებული რეგიონიდან გადმომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იძულებითი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი