"ეს არის ერთჯერადი პროცესი, როდესაც 6 დეპუტატი, გახარიას გუნდში მოაზრებული, გავიდა "ქართული ოცნებიდან", - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, "ქართული ოცნების" რიგებიდან დეპუტატების "გახარიას გუნდში" გადასვლას. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ დაშლის საფრთხე არ ემუქრებათ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გახარიას გუნდს თბილისის მერი კახა კალაძეც შეუერთდება, თუმცა ამასთან დაკავშირებით კალაძეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
"ეს არის ერთჯერადი პროცესი, როდესაც 6 დეპუტატი, გახარიას გუნდში მოაზრებული, გავიდა "ქართული ოცნებიდან. მაგრამ ის, რომ იწუნებენ ქართული ოცნების პოლიტიკას და დამოკიდებულებას საკითხების მიმართ, 4 თვეში რა ნახეს განსხვავებული, მადლობის თქმაც კი ვერ მოასწრეს თანაგუნდელების მიმართ, რომ მადლიერება გამოეხატათ, იმისთვის, რომ არჩევნებში მოგებაში დაეხმარნენ. ამ მაჟორიტარების პარლამენტში შემოსვლა არის "ქართული ოცნების" გუნდის დამსახურება", - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.
მმართველი გუნდის ოპონენტები კი, ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" კიდევ შეიძლება დატოვონ, თუმცა მათივე შეფასებით, ეს იქნება უბრალოდ ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში გადანაცვლება და რეალურ შედეგს არ შეცვლის.
"რომელი გადავა "ქართული ოცნების ერთი გუნდიდან, მეორე გუნდში, ეს მათი შიდა პოლიტიკური დაპირისპირებაა და თვითონ უნდა აირჩიონ ბიძინას გუნდში უნდა", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, ზაალ უდუმაშვილი.
ოპოზიციისვე შეფასებით, გახარიას პარტია არის "ქართული ოცნების" დანიშნული ოპოზიცია".