რიონის ხეობის მცველების მოთხოვნა ჯერჯერობით შეუსრულებელია. სოფელ გუმათში ამ დროისათვის ისევ რკინის კედელია აღმართული და მობილიზებულია პოლიცია.
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები კი დასახელებული სამი პირობის შესრულებას ელოდებიან. როგორც მათ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გუშინდელ შეხვედრაზე უთხრეს, ეს საკითხი პრემიერის გამოჯანმრთელების შემდეგ გადაწყდება.
დღეს კი რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტის 174-ე დღეა.
ამავე თემაზე:
„ენკა“ მზადაა „ნამახვანჰესის“ პროექტის კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს