
"ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში არის ვაქცინაციის პროცესი. ფაქტობრივად ერთადერთი სამკურნალო საშუალება როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ასევე ეკონომიკის კუთხით. დღეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი და განმსაზღვრელი იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის სრულ გახსნას, ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენას მიმდინარე წელს უკვე, მნიშვნელოვან აღდგენას მომავალ წელს, ყველა ეს ფაქტორი ჯამში გვაძლევს იმის მოლოდინის და იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ ლარის მკვეთრი მერყეობები ამ მოკლევადიან პერიოდში არ უნდა გვქონდეს".
თქვა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ლარის კურსზე.