"გირჩი" პარლამენტში მიდის - "ორშაბათს მივალთ პარლამენტის შენობაში. ორშაბათიდან ვიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას", - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილი ამბობს, "ქართულ ოცნებასთან" ამ თემაზე მოლაპარაკებები არ ჰქონიათ, მათ უბრალოდ მმართველ გუნდს შეატყობინეს.  

როგორც მეგრელიშვილი ამბობს, ორშაბათიდან პარლამენტში მუსაობას დაიწყებენ, თუმცა ჩვეულებრივ საკანონმდებლო საქმიანობაში არ ჩაერთვებიან.

"ჩვენ გვგონია, რომ ისედაც ამ საქმიანობით ვიყავით დაკავებული, უბრალოდ, სხვა ფორმატში გადავდივართ. ეს ფორმა იქნება ერთადერთი სწორი ფორმა ჩვენთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ რომელიმე მხარეს ამ ბრძოლაში. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შევდივართ, თუ შეთანხმება შედგა, შევდივართ როგორც ყველა, თუ ვერ შედგა შეთანხმება მაინც ვიქნებით ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში და დავიწყებთ ამ გეგმის მიხედვით მოქმედებას. რომელიც არის ჩვენთვის საარჩევნო კამპანიის ნაწილი", - ამბობს მეგრელიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი