Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად რეგისტრაცია დღეს დაიწყება

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში "ფაიზერით" ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად რეგისტრაცია დღეს, 16 აპრილს დაიწყება. გაბუნიას განმარტებით, მოქალაქეები ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებას მხოლოდ იმ დაწესებულებებში შეძლებენ, სადაც პირველი დოზა გაიკეთეს.

"ფაიზერის მეორე დოზაზე რეგისტრაცია გაიხსნება დღეს, დღის ბოლოდან. მეორე დოზა მოქალაქეს შეუძლია ჩაიტაროს მხოლოდ იქ, სადაც ჩაიტარა პირველი დოზა. თხოვნაა, ეს პროცედურები იყოს დაცული. დღეს გაიხსნება რეგისტრაცია და მიიღებენ შეტყობინებებს", - თქვა თამარ გაბუნიამ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი