"ევროპული საქართველო" დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

გამოქვეყნდა:

დოკუმენტს, რომელიც ვადამდელ არჩევნებს არ შეიცავს და პოლიტპატიმრების საკითხი ბუნდოვანია, რა თქმა უნდა ხელს არ მოვაწერთ - აცხადებენ "ევროპულ საქართველოში"

განცხადება არჩილ თალაკვაძის ბრიფინგის პასუხად პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ გააკეთა. ბოკერიას შეფასებით, მართალია მმართველმა გუნდმა დღეს პირველად დაუშვა ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობა, თუმცა დასახელებული 40% ბოკერიას თქმით, "გაუგებარი, ბუნდოვანი და აბსოლუტურად არალოგიკური ტესტია"

"​ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია, ან პირდაპირ ვადამდელ არჩევნებზე უნდა შევთანხმდეთ ან იყოს პლებისციტი, სადაც უმრავლესობა წყვეტს უნდა იყოს თუ არა ვადამდელი არჩევნები" - ამბობს ბოკერია.

შეგახსენებთ, ქართულმა ოცნება დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.

ამავე თემაზე:

მზად ვართ, თუ მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს, განვიხილოთ ოპოზიციის მოთხოვნები არჩევნებთან დაკავშირებით - თალაკვაძე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი