შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე უნდა მოხდეს - აკო მინაშვილი

გამოქვეყნდა:

"მანამ, სანამ ორ მთავარ საკითხზე ვერ მოხდება შეთანხმება, სრულად შეთანხმება არ იქნება მიღებული. როცა ლაპარაკია პოლიტპატიმრების გამოშვებაზე და ვადამდელ არჩევნებზე, ეს არის მთავარი საკითხები. თავისთავად, ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად, "ოცნებას" მოუწია უკან დახევა და კომპრომისებზე წასვლა იმ სამ საკითხზე, რომელიც რეფორმებს ეხება, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ორ მთავარ საკითხზე შეთანხმება უნდა მოხდეს და ესაა პოლიტიკური დევნილების, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელიც იყო ნაწილი 8 მარტის შეთანხმების და ვადამდელი არჩევნები, რაც აუცილებელი წინაპირობაა, ქვეყანაში მოგვარდეს ის კრიზისი, რომელიც არსებობს". 

ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკო მინაშვილი თალაკვაძის იმ განცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, "ოცნება" დანიელსონის დოკუმენტს ხელს აწერს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი