როგორც მაშინ არ ვაწერდი, ისე არ ვაწერ ახლაც ხელს - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დანიელსონის დოკუმენტზე

გამოქვეყნდა:

"ჩემი პოზიცია ზუსტად იგივე არის დღეს, რაც იყო იმ საღამოს, როდესაც დაიდო ეს დოკუმენტი ბატონი დანიელსონის მხრიდან. როგორც მაშინ არ ვაწერდი, ისე არ ვაწერ ახლაც ხელს. არც იმის მჯერა, რომ იქ რაც წერია, იმას გააკეთებენ, იქაც დიდი არაფერი წერია, მაგრამ რაც წერია, იმასაც არ გააკეთებენ, დარწმუნებული ვარ. მიზეზი იქნება ის, რომ აი ოპოზიციამ არ მოაწერა და ჩვენ რატომ უნდა გაგვეკეთებინა. პოლიტიკურად მომგებიანი პიარ-სვლა გააკეთეს, მეტი არაფერი. ამ დოკუმენტზე მაშინ ცალსახა საკითხი იყო ყველასი, რომ ხელს არ მოაწერდნენ. ვერც კი წარმომიდგენია, რომ ოპოზიციიდან ვინმემ ამაზე ხელი მოაწეროს. არაფერი შეცვლილა".

ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩილ თალაკვაძის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც "ოცნება" დანიელსონის დოკუმენტს ხელს აწერს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი