
რა გეგმები აქვთ მმართველი გუნდის ოპონენტებს - ოპოზიცია დეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბება და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებს.
უკვე ცნობილია რომ ოპოზიცია კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელ არ აწერს და ძალაში ტოვებს ორ მთავარ მოთხოვნას - ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების - ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას.
15 მაისის საპროტესტო აქციამდე ერთი თვით ადრე კი ოპოზიცია მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. კახეთის შემდეგ ლიდერები უკვე ბათუმში ჩავლენ.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.