"ლელოს" ლიდერები ბრიუსელში მიდიან და ევროპარლამენტარებს შეხვდებიან

გამოქვეყნდა:

"ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენს პარტნიორებთან. მე, მამუკა ხაზარაძე და გრიგოლ გეგელია შემდეგ კვირას, მოწვევით მივდივართ ბრიუსელში სადაც შეხვედრა გვექნება ევროპარლამენტარებთან", - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით ისინი კიდევ ერთხელ იმსჯელებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებებზე და კრიზისის გადაჭრის გზებზე. 

"ჩვენი მოლაპარაკების მიზანი და საგანი შემდეგ კვირას ბრიუსელში იქნება ის, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილოთ კრიზისიდან გამოსვლის გზები. ავუხსნათ, რატომ არ ვაწერთ ხელს იმ ფორმულირებას რომელიც ახლაა მისაღები "ქართული ოცნებისთვის", რატომ გვსურს რიგგარეშე არჩევნების რეალურ მექანიზმზე შეთანხმება. რატომ გვსურს, რომ დასრულდეს პოლიტპატიმრების თემა", - თქვა ჯაფარიძემ.

ლელოს ლიდერების ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი ემთხვევა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალს.

გასათვალისწინებელია, რომ 28 აპრილს საქართველოში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა ვიზიტია დაგეგმილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი