"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. ეს ხელისუფლების ოპონენტების პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" კრისტიან დანიელსონის შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, ამ თემასთან ერთად, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას.

ოპოზიცია კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ აწერს და ძალაში ტოვებს ორ მთავარ მოთხოვნას - ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების - ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი