არასრულწლოვნებთან გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა და პატიმრობას ითხოვს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ ორი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე თ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და „ზ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ და 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნდობის გამოყენებით ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

ცნობისთვის, შსს-მ არასრულწლოვნებთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის დღეს კაცი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, 2019 წელს მან ავტოფარეხში, გარყვნილი ქმედება განახორციელა 7 წლის ბავშვის მიმართ. 2021 წლის იანვარში კი იგივე დანაშაული კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩაიდინა.

იხილეთ ასევე:

გარყვნილი ქმედება ორ არასრულწლოვანთან, ერთ-ერთი 7 წლისაა - დაკავებულია 63 წლის კაცი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი