გარყვნილი ქმედება ორ არასრულწლოვანთან, ერთ-ერთი 7 წლისაა - დაკავებულია 63 წლის კაცი

გამოქვეყნდა:

შსს-მ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის კაცი დააკავა, რომელმაც უწყების ინფორმაციით, 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, გარყვნილი ქმედება განახორციელა 7 წლის ბავშვის მიმართ.

გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში, დაკავებულმა იგივე დანაშაული კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩაიდინა 

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 7 წლის ლ.ბ.-ის მიმართ. ამასთან, 2021 წლის 8 აპრილს, არასრულწლოვანმა ლ.ბ.-მ ქუჩაში დაინახა თ.ს., შეეშინდა და გაიქცა, შემდგომ კი თხრილში ჩავარდა.

გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ 2021 წლის იანვარში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა ლ.ბ.-ის მეგობრის, მისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, მ.ზ.-ის მიმართ.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს" ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება 141-ე მუხლის 1 -ლი და მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 8-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

9 წლის ბავშვმა დაზიანებები სავარაუდო მოძალადისგან გაქცევის დროს მიიღო - ახალი დეტალები
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი