გორში "ქართული ოცნება" ითხოვს, გიორგი ხოჯევანიშვილმა მანდატი დატოვოს

გამოქვეყნდა:

გორში, "ქართული ოცნება" გიორგი ხოჯევანიშვილს მანდატის დატოვებას ურჩევს. პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ამის შესახებ მას შემდეგ მოუწოდეს, რაც მან პარლამენტში "ქართული ოცნების" რიგები დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა.

"ოცნებაში" ამბობენ, რომ ხოჯევანიშვილი დეპუტატი სწორედ მათი რიგებიდან გახდა და ახლა, როდესაც პარტია დატოვა, მანდატიც უნდა დათმოს.

"მთავარის" ინფორმაციით, გორელი "მეოცნებეების აზრი ახლა ორადაა გაყოფილი. ნაწილი ხოჯევანიშვილს პოზიციას იწონებს და მასთან ერთად პარტიიდან მიდის, ნაწილი კი მას მანდატის დატოვებას სთხოვს.

თავად ხოჯევანიშვილის პასუხი ჟურნალისტების კითხვაზე კი ასეთია - სერიოზულად აღიქვამთ ამ კითხვას? მე სერიოზულად არ აღვიქვამ - პასუხობს გახარიას გუნდის წევრი მედიას.

გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ და მიხეილ დაუშვილმა "ქართული ოცნება"14 აპრილს დატოვეს და ახალი პარტიის შექმნა დააანონსეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი