სახალისო, თუმცა მისასალმებელია - ქემოკლიძე "ოცნების" გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

მივესალმები, რომ ქართული ოცნების ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს - წერს გახარიას თანაგუნდელი კახა ქემოკლიძე და "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილებას უწონებს:

ჩვენ მივესალმებით ყველა იმ შეთანხმებას, რომელიც ერთი მხრივ ქვეყანაში პოლიტიკურ აგრესიას, დაპირისპირებას დაასრულებს, მეორე მხრივ კი საზოგადოების კონსოლიდირებას შეუწყობს ხელს. 
მივესალმები, რომ ქართული ოცნების ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს. ეს სახალისო, თუმცა ამავდროულად ნამდვილად მისასალმებელია. 
ნიშანდობლივია, რომ აქამდე ჩვენ ვხედავდით მხოლოდ საუბარს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მის ნაცვლად კონკრეტული ქმედებები დავინახოთ ყველა მხრიდან. 
ნათელია, რომ შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო კონსესუსს. პოლიტიკურ პროცესში, დაპირისპირება დასრულებადია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეები შინაარსობრივად იაზრებენ საყოველთაო კონსესუსის მიღწევის აუცილებლობას და ამისთვის იქცევიან თანმიმდევრულად. 
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ნაბიჯი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ცალმხრივად გადადგა გააზრებულია და მიზნად ისახავს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას და არა შეთანხმების მიუღწევლობაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას-
წერს კახა ქემოკლიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი