"ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება ქართული ოცნების"-მინაშვილი რურუას შესაძლო შეწყალებაზე

გამოქვეყნდა:

"ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება ქართული ოცნების გადაწყვეტილება" - აცხადებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილი სალომე ზურაბიშვილისა და დიპლომატების შეხვედრასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი, ამ შეხვედრაზე გიორგი რურუას შეწყალების საკითხი ყოფილიყო განხილული და რა შედეგს ელოდება, მინაშვილი ამბობს, რომ "ზურაბიშვილის როლი არის ნომინალური".

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი