"მმართველი ძალა იაფფასიან თაღლითობაში ამხილეს" - უგულავა სახდეპის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" იაფფასიან თაღლითობას ვერ ანებებს თავს და ჰგონია, რომ მსოფლიო ჩალითაა დახურული. 80-იან წლებში, საერთაშორისო პოლიტიკაში გაჩნდა ასეთი ტერმინი - არაფატიზმი. იასილ არაფატი, პალესტინელების ლიდერი, გამოდიოდა გაერო-ში, ინგლისურად ერთს ამბობდა, მერე ჩადიოდა სახლში და იქ აბსოლუტურად დიამეტრულად განსხვავებულს ამბობდა. ახლა, თანამედროვე სამყაროში, ასეთი რაღაც არ არსებობს, კობახიძე, რომ მიდის იქ, ერთს რომ ეტყვიან და მერე აქ კაკაფონიას ატეხენ და დაამახინჯებენ. ჰგონიათ, რომ უკუკავშირი აღარ არსებობს... ეს თაღლითობა იაფფასიანი შეიძლება იყოს ერთსაათიანი, ერთ ინტერვიუს ვერ გასცდეს და გამომჟღავნდეს, როგორც ახლა გამომჟღავნდა. ფაქტია, რომ მმართველი ძალა იაფფასიან თაღლითობაში ამხილეს".

ამბობს, ოპოზიციონერი გიგი უგულავა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს განცხადებაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი