
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებს შეხვდა. დიპლომატებთან აუდიენცია ორბელიანის სასახლეში გაიმართა, თუმცა რა საკითხები განიხილეს მხარეებმა, უცნობია.
ელჩებმა, კელი დეგნანმა და კარლ ჰარცელმა, პრეზიდენტის სასახლე უკომენტაროდ დატოვეს. დამატებითი ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციას გაუვრცელებია.