"ჯავშანი" - ასე ჰქვია "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ნინო სამყურაშვილის, იგივე "ჯიპას" წიგნს, რომლის პრეზენტაციაც ცოტა ხნის წინ, საერთო მუშაობის სივრცე "ტერმინალში" გაიმართა.
"არ ვიცი როგორი გამოვიდა პრეზენტაცია, უცნაური შეგრძნება ყოფილა, ერთია როდესაც ხარ პირდაპირ ეთერში და პირდაპირი რეპორტაჟი მიგყავს და მეორეა, როდესაც აკეთებს პრეზენტაციას. შენ მეტი პასუხისმგებლობით ხარ მკითხველისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელიც შენ გისმენს, ან ოდესმე მოუსმენია, მგონი გამოვიდა "ჯავშანი", - ამბობს ნინო სამყურაშვილი.
წიგნში მოთხრობილია ის სისტემური პრობლემები, რომელიც საბჭოთა პერიოდში ქვეყნის წინაშე იდგა. წიგნის სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. "ჯავშანში" გადმოცემული ამბით კი მთავარი გმირი ყვება იმ პრობლემებზე, რაც მსხვერპლს საბჭოთა სისტემის დროს ცხოვრების გზაზე შეხვდა.
"აუცილებლად წაიკითხეთ, ეს არის საინტერესო ამბავი და მთავარი არის ის, რომ "ჯიპა" მწერალია, ამ წიგნის ავტორი არის მწერალი და მან უნდა გააგრძელოს წერა", - ამბობს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
ჟურნალისტმა წიგნი გარდაცვლილ დედას, თინათინ გრატიაშვილს მიუძღვნა.