უკვე მეექვსე თვეა, ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისშია - დაშლის ზღვარზეა მმართველი გუნდიც. აღარაა საიდუმლო, რომ "ქართული ოცნების" შიგნით არსებული სხვადასხვა დაჯგუფება ერთმანეთს გავლენების გადანაწილებას ეცილება. ამ შიდა ფრაქციულ დაპირისპირებაში კი განსაკუთრებით საინტერესოა - სად მიდის კახა კალაძე.
თვითმმართველობის არჩევნები კარსაა მომდგარი, ამის მიუხედავად კი "ოცნება" მისი კანდიდატურის დასახელებას არ ჩქარობს. პერიოდულად, მერიაში ხმაურიანი კორუფციული დაჭერები კი კიდევ ერთხელ ადასტურებს შიდა დაპირისპირების გამწვავებას. კახა კალაძე, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ღიად გამოაცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას და "ქართული ოცნებიდან" წავა. ამ მძიმე გადაწყვეტილების მისაღებად კი როგორც ჩანს თბილისის ჯერ კიდევ მოქმედმა მერმა დუბაის ლაჟვარდოვანი სანაპირო შეარჩია, სადაც ის ოფიციალური ვერსიით ოჯახთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა.
მაგრამ "შაბათის მთავარმა" გაარკვია, რომ კახა კალაძემ თბილისი კერძო თვითმფირნავით, ჩარტერული რეისით დატოვა. ამავე რეისის მგზავრები ასევე იყვნენ მისი უახლოესი კონფიდანტები - ბიზნესმენი ივლიანე წულაია და დეპუტატი ლევან კობიაშვილი. როგორ ჩანს, დუბაის ოქროს სანაპირო ის ადგილია, სადაც "ოცნების" დაშლა - საბოლოოდ გაფორმდება.
თამარ ჭანკვეტაძის რეპორტაჟი: "შეხვედრა დუბაიში"